კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროებაა

9 იანვარი, 2007

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 14 წლის ვასილ ქოქაშვილი, ინფექციური დაავადებით 2 იანვარს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა მის ორ შვილთან ერთად რუსეთიდანაა დეპორტირებული. მოსკოვიდან საქართველოში იგი 29 დეკემბერს დაბრუნდა.  როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გახდა ცნობილი, დედამ ვასილ ქოქაშვილი უბნის ექიმთან 31 დეკემბერს პირღებინებით, მაღალი ტემპერატურითა და თავის ტკივილების ნიშნებით მიიყვანა. უბნის ექიმმა ბავშვს დანიშნულება მისცა და პარალელურად გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გაწერა, საიდანაც ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი 2 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონული ცენტრის ინფორმაციით,  გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს გამოკვლევა ჩაუტარდათ და დადებითი პასუხი არცერთმა მათგანმა არ აჩვენა.  რაც შეეხება დაავადების კერის დეზინფექციას, იგი ამ დრომდე არ ჩატარებულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონულ ცენტრში ამის მიზეზად ოჯახის მწუხარებას ასახელებენ. ცენტრის ინფორმაციით, დეზინფექცია აუცილებლობას არ წარმოადგენს, დაავადება არამდგრადია და სიკვდილის შემდეგ გავრცელების საშიშროებას არ ქმნის.

ადგილობრივი მოსახლეობა კი შეშფოთებას ვერ მალავს. მათი თქმით, რამდენიმე მათგანს მაღალი ტემპერატურა და იგივე სიმპტომები აღენიშნება, რაც გარდაცვალებამდე ქოქაშვილს ჰქონდა. მოსახლეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, დაავადების კერის დაწვრილებით და სასწრაფოდ შემოწმებას და დეზინფექციას მოითხოვს.

საგულისხმოა, რომ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში არ აკონკრეტებენ გასულ და მიმდინარე კვირას, სტაციონარს მიაკითხეს თუ არა ასეთი სიმპტომებით დაავადებულმა ავადმყოფებმა.

გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

ახალი ამბები