კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარდლობა ქართული მედიის ბრალდებებს უადგილოს უწოდებს

9 იანვარი, 2007

ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარდლობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, რათა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს.

ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Кавказский узел („კავკასიური კვანძი“) იუწყება.

ამასთან, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა ქართულ საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბრალდებებისგან საქართველოსა და თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტის გაშუქებისას.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ქართველი სამართალდამცველების ბლოკ-პოსტის მისამართით გახსნილი  ცეცხლის შედეგად საქართველოს შს სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიღუპა და  ერთიც დაიჭრა, ინციდენტს კონფლიქტის ზონაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავება მოჰყვა, კერძოდ კი, მოსაზღვრე გალის რაიონში, რომელსაც სოხუმი აკონტროლებს.  ქართული მედიის ინფორმაციით, სოხუმის მთავრობის შეიარაღებულმა ფორმირებებმა თავდასხმა განახორციელეს, ამასთან, ცნობებში საუბარი იყო  დაპირისპირების ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების  უმოქმედობაზეც.

სამშვიდობო ჯარების სარდლის თანაშემწემ პოდპოლკოვნკმა ალექსანდრე  დიორდიევმა განაცხადა, რომ ვიდრე შეიარაღებული  თავდასხმის  უშუალო და ირიბი მონაწილენი არ  გამოვლინდებიან, რისთვისაც დეტალური გამოძიება მიმდინარეობს,  „სამშვიდობოების წინააღმდეგ   ქართული მედიის ბრალდებების ნაკადი უადგილოა“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები