კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდსით გარდაცვლილი მარიამ კინწურაშვილის საქმის მოკვლევა დასრულდა

9 იანვარი, 2007

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და საექიმო საქმიანობის კონტროლის სამსახურმა გასული წლის აგვისტოში შიდსის დიაგნოზით გარდაცვლილი 10 წლის მარიამ კინწურაშვილის საქმის მოკვლევა დაასრულა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილემ ლადო კეპულაძემ განუცხადა, მოკვლევის შედეგად საქმის წარმოების არაერთი დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დონორების მიმართ სახელმწიფო კანონი უგულვებელყოფილია და სამედიცინო პერსონალის მოქმედება კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენს ხელთ არსებული მასალები რეგიონის სამართალდამცავი სისტემისთვის გადაგვეგზავნა, რადგან მათ გააგრძელონ გამოძიება. სამედიცინო პერსონალის მოქმედება სცილდება პროფესიული პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და უთანაბრდება სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ გამოძიება არა ჯანდაცვის სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ უნდა აწარმოოს," - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლადო კეპულაძემ.

მარიამ კინწურაშვილი შიდსით ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში, სისხლის გადასხმის შედეგად, 4 წლის ასაკში დაინფიცირდა, ხოლო 2006 წლის 11 აგვისტოს, 10 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ქუთაისის სისხლის ბანკში დამზადებული ტრიოპლაზმა გახდა. ტრიოპლაზმა დაავადებული დონორის სისხლისგან დამზადდა.

წყარო: GHN

ახალი ამბები