კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი პატიმარი დრანდის ციხეში კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება

15 იანვარი, 2007

25 წლის ლევან მამასახლისი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. არაოფიციალური ინფორმაციით, მამასახლისი 27 დეკემბერს უნდა გაეთავისუფლებინათ. როგორც ჯი-ეი-ჩენ -ს მამასახლისის ადვოკატმა პავლე ბერიამ განუცხადა, ის პატიმართან ტელეფონით დაკავშირებასაც ვერ ახერხებს, რადგან დაკავებულის საუბარი ისმინება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი ინფორმაციას აფხაზეთში მოქმედი გაეროს თანამშრომლები აწვდიან.

„ჩემი შვილიშვილი დღეში ორჯერ მირეკავს. იმედგადაწურულია, მის ხმას ვეღარ ვცნობ... როგორც ვიცი, მისი საკითხის შეჩერება აფხაზეთს რუსეთმა მოსთხოვა და სტრასბურგს აღიარებული ჩვენების ვიდეოკადრები გაუგზავნა, სადაც ლევანი ამბობს, რომ ქართულმა უშიშროების სამსახურებმა სოხუმსა და ბიჭვინთაში სასტუმროების აფეთქება დაავალეს, რის სანაცვლოდაც თბილისში ბინას შეჰპირდნენ,“  - აცხადებს მამასახლისის ბებია, რომელიც ამჟამად თბილისში, სასტუმრო „ამირანში“ ცხოვრობს.

ცნობისთვის, ლევან მამასახლისი სოხუმში 2001 წლის აგვისტოში დააკავეს. მისი დაკავებიდან მოკლე ხანში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მამასახლისის აღიარებითი ჩვენება პირდაპირ ეთერში გადასცა. ადვოკატის მტკიცებით, ქართველი პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მისი დაყოლიება არც გაუჭირდებოდათ. ჯი-ეიჩ-ენ-ის ინფორმაციით, ლევანის ბიძა, ალიკ აიბა, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების გენერლია, აცხადებს, რომ მამასახლისის გათავისუფლების გაურკვეველი ვადით გადადება ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია.

 წყარო: GHN

ახალი ამბები