კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთწლიანი ტანჯვა - წამების შემდეგ ინგილო მოსახლეობამ სასამართლოს მიმართა

16 იანვარი, 2007

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა ინგილოებმა გასულ კვირას რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.  მოსახლეობა საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვას აპროტესტებს, რის შედეგადაც მათ, როგორც სარჩელშია ნათქვამი, ეზღუდებათ როგორც თავისუფალი მიმოსვლის, ასევე კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება.

სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები უკვე ერთი წელია ვერ უკავშირდებიან საინგილოში მცხოვრებ ნათესავებს. მათი რამდენიმე მცდელობა კი, სააღდგომოდ და გიორგობისთვის ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია მოელოცათ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დარბევით დასრულდა. მოსარჩელეებს სხვადასხვა ფორმებით დღესაც ემუქრებიან, მიუხედავად ამისა, მათ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მაინც მიმართეს.

სარჩელს თან ერთვის მოსარჩელეთა რწმუნებულის მიერ, ფინანსური პოლიციიდან, სასაზღვრო პოლიციიდან, საბაჟო დეპარტამენტიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული პასუხები, რომლის მიხედვითაც არ არსებობს წერილობითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც ხიდის ჩაკეტვის კანონიერებას დაადასტურებდა. მოპასუხე მხარეს შპს „დედოფლისწყაროს წყალკანალი“, საბაჟო დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია და ფინანსური პოლიცია წარმოადგენს.  ინგილოების ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავს.
 

გელა მთივლიშვილი  კახეთიდან

ახალი ამბები