კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავარია კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული მანქანის გამო მოხდა

18 იანვარი, 2007

გორის რაიონის სოფელ სვენეთში მცხოვრები კახა ხაბელაშვილის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს, გენერალურ პროკურორს და სახალხო დამცველს დახმარებისათვის მიმართავს. ხაბელაშვილი ქვეყნის პირველ პირებს იმ ავტოავარიის გამოძიებაზე კონტროლს სთხოვს, რომელიც გასულ წელს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.

კახა ხაბელაშვილი: „2006 წლის 9 აგვისტოს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. კერძოდ, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გორიდან თბილისში მიმავალი BMW-525 მარკის ავტომანქანა ჩემი მოყვრის (ცოლის ძმის) დავით საათაშვილის ,,06” მარკის ავტომანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად ჩემი მეუღლე გულო ხაბელაშვილი, 9 წლის შვილი ნიკა ხაბელაშვილი, ჩემი მოყვარე დავით საათაშვილი და მეუღლის და მანანა წკრიალაშვილი გარდაიცვალნენ. ჩემმა მეორე შვილმა 5 წლის გიგა ხაბელაშვილმა მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. მანქანა სოფლიდან ცენტრალურ გზაზე გადადიოდა. საქმეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები იძიებენ. აღნიშნულ ფაქტზე ჯერ არც არავინ დაუკავებიათ და მგონი არც არავის დაკავებას აპირებენ.”

როგორც ირკვევა, საქმის გამომძიებელმა ხათუნა თაყაძემ 2006 წლის 15 აგვისტოს ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასიოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა. ექსპერტიზის ჩატარება ექსპერტ ზაქარია თეთრაძეს დაევალა, რომელმაც 30 აგვისტოს დასკვნა შეადგინა და გამოძიებას გადაუგზავნა. კახა ხაბელაშვილი თქმით, ეს დასკვნა აბსურდულია: “ექსპერტის დასკვნა არასწორია. ექსპერტმა თეთრაძემ ავტომანქანა ,,06”-ის სიჩქარე 26კმ/სთ მიუთითა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩემმა ცოლის ძმამ მთავარ გზაზე გადასვლამდე ავტომანქანა შეაჩერა და დაახლოებით 5 წუთი იცდიდა, სანამ გზა გათავისუფლდებოდა და შემდეგ დაიწყო მოძრაობა, გაიარა 5-6 მეტრი. საპირისპიროდ მომავალი ,,BMW” კი გზის სავალ ნაწილს იყო გადმოცილებული. გარდა ამისა, საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ავტომანქანა ,,ბე-ემ-ვე”-ს სპიდომეტრი გაჩერებული იყო 180-200 კმ/სთ-ზე. გარდა ამისა, ჩემთან მოვიდნენ მოქალაქეები და მითხრეს, რომ ,,ბე-ემ-ვეს” საბარგული სიგარეტით იყო სავსე.”

დაზარალებულს საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დასკვნის კიდევ ერთი გარემოება აეჭვებს. კერძოდ, ,,BMW”-ს დაჯახების შედეგად ,,06” 34 მეტრის მანძილზე გადავარდა. ექსპერტს არ გაუთვალისწინებია ავტომანქანაში მყოფთა წონა. კახა ხაბელაშვილის თქმით, იგი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თავიდანვე ,,BMW” დალუქვას ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით მანქანას მართავდა არა დავით ბაქრაძე, არამედ მერაბ გოგიაშვილი. გამომძიებელი პირდაპირ იზიარებს ბაქრაძისა და გოგიაშვილის ჩვენებებს მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში. უფრო მეტიც გამომძიებელი თავად წარგვიდგენს თავს, როგორც სპეციალისტი.

კახა ხაბელაშვილი: „ყოველგვარი შემოწმების გარეშე გამომძიებელი არ იზიარებს მოწმე იოსებ გოგატიშვილის ჩვენებას, რაც მის აშკარა მიკერძოებულობას მიუთითებს. აქვე გაურკვეველია, რატომ არ ჩატარდა ავტომანქანა ,,BMW”-ში მყოფ პირთა შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლეზე”

გამომძიებლის ზედამხედველი პროკურორი ზურაბ ეგაძე აცხადებს, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს. რაც შეეხება დაზარალებულების ეჭვს იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავები ხელს არ ადებენ მერაბ გოგიაშვილს, როგორც ირკვევა, გოგიაშვილი ადგილობრივი მაღალჩინოსნების ნათესავია. პროკურორი ეგაძე მიიჩნევს, რომ ყველა დაკითხულია, ხოლო მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე ,,BMW”-ს მგზავრების ბრალეულობა არ იკვეთება.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები