კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენერგოკომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას შანტაჟის გზით ფულის გადახდას აიძულებენ

18 იანვარი, 2007

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეს უკვე ორი კვირაა ელექტროენერგია არ მიეწოდება.  მოსახლეობის განცხადებით, მათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მთლიანად გადახდილი აქვთ, თუმცა „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აბონენტებს საერთო, კომუნალური მრიცხველის მონაცემებით დარიცხული ათასობით ლარის დავალიანების დაფარვას ედავება, რომლის გადახდასაც ხალხი არ აპირებს. სოფლის მაცხოვრებლებმა, როგორც ენერგოკომპანიას, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

აღნიშნული პრობლემით ადამიანის უფლებათა ცენტრი დაინტერესდა. როგორც მოსახლეობამ უფლებადაცვით ორგანიზაციას აცნობა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წარმომადგენლები, მათ ინდივიდუალურად ახალი მრიცხველების და ყოველ ათ ოჯახზე საერთო მრიცხველის დამონტაჟებას სთხოვენ, სანაცვლოდ კი, თითოეულ ოჯახისგან 110 ლარის გადახდას ითხოვენ. „სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ და თანხებს არ გადაიხდით, მანამდე შუქს არ ჩაგირთავთო, ასე გვითხრეს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ თანამშრომლებმა“- აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. ქვემო ბოდბელებმა ყურადღების მიქცევის მიზნით, რამდენჯერმე საპროტესტო აქციის მოწყობაც გადაწყვიტეს, თუმცა მათ მცდელობას სიღნაღის პოლიცია დაუპირისპირდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის წარმომადგენლების მიერ, აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ენერგოკომპანიის თანამშრომელთა მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ზემოთხსენებულ მოთხოვნებს. ცენტრმა ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება არაერთხელ სთხოვა კახეთის ენერგოკომპანიის გაკოტრების მმართველს ზურაბ ჯანჯღავას, რაზედაც მან უარი განაცხადა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოძიებულ მასალებს ხვალ ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს გადაუგზავნის და რეაგირებას მოითხოვს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები