კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინგილოების სარჩელს დედოფლისწაროს სასამართლო ოთხშაბათს განიხილავს

22 იანვარი, 2007

24 იანვარს, 12 საათზე, დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წარმოებაში სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოების სასარჩელო განცხადება.

გასული საუკუნის 20-იან წლებში, ჰერეთის ისტორიული მიწიდან იძულებითი გამაჰმადიანების საფრთხეს გამოქცეულმა ინგილოებმა, სასამართლოს სარჩელით ორი კვირის წინ მიმართეს.

მოსარჩელეები, რომელთა ინტერესებსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავს, საბაჟო დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის არარა აქტად ცნობას ითხოვენ.

ინგილო მოსახლეობა სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც მათ საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის ჩაკეტვის შემდეგ შეექმნათ. ადვოკატის განცხადებით, მოსახლეობას უკანონოდ ეზღუდება თავისუფალი მიმოსვლის, რწმენის თავისუფლებისა და ადამიანური ცხოვრების უფლება.

შეგახსენებთ, საბაჟო დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციამ ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი, მდინარე ალაზანზე გადებული ხიდი 2005 წლის 31 დეკემბერს ჩაკეტა, რის შემდეგაც სამთაწყაროელ ჰერებს, საინგილოში მცხოვრებ ნათესავებთან და ოჯახის წვერებთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები