კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

26 იანვარი, 2007

27 იანვარს გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო ეკონომიკის განყოფილების უფროსის სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი წელი სრულდება. 

„შარდენ ბარიდან“ გამოსული სანდრო გირგვლიანი და მისი თანამშრომელი ლევან ბუხაიძე ლესელიძის ქუჩიდან ავტომანქანით გაიტაცეს და ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს. ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად სანდრო გირგვლიანი ადგილზე გარდაიცვალა, ლევან ბუხაიძემ კი გაქცევა შეძლო.

მომხდართან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიციის სამ მაღალჩინოსანს ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძეს 7-7, ხოლო მეოთხე მაღალჩინოსანს - გრიგოლ ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ აღნიშნა, მომხდარ დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიებისას მიეცა. ამ კვალიფიკაციის თანახმად, მოხდა სხეულის განზრახ დაზიანება, რომელმაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია. ადვოკატის თქმით, კი სინამდვილეში, ჩადენილია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. კერძოდ, პირთა ჯგუფმა ეს მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებითა და დაკვეთით ჩაიდინა. თუმცა, შალვა შავგულიძის თქმით, ჭეშმარიტების დადგენისა და დანაშაულის კვალიფიკაციის  მართებული შეცვლის მიზნით სასამართლოებს საქმის სრულყოფილი გამოძიება  არ ჩაუტარებიათ. დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ პროკურატურას შეუძლია. ეს უფლება, როგორც დაზარალებულ მხარეს, ისე სასამართლოებს არ აქვთ. თუმცა შალვა შავგულიძის თქმით, პროკურატურა ჭეშმარიტების დადგენით და კვალიფიკაციის შესაცვლელად საქმის დამატებითი გამოძიებით არ დაინტერესებულა.

სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე კი იმედოვნებს რომ 2007 წელს ყველა დამნაშავე დაისჯება.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები