კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქი ჟურნალისტი აფხაზეთში არ შეუშვეს

29 იანვარი, 2007

თურქი ჟურნალისტი სებეტინ სერბანი სოხუმის მთავრობამ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურის ხიდზე,  აფხაზებმა თურქ ჟურნალისტს რუსეთის ვიზა მოსთხოვეს.

თურქ ჟურნალისტს აფხაზეთში არსებული ბიზნეს-გარემოსა და ეკონომიკური ვითარების გაცნობა სურდა. მას ასევე  მარტში აფხაზეთში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდა.

სერბენი ამჟამად ზუგდიდში იმყოფება და დღესვე თურქეთში დაბრუნებას აპირებს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები