კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ბავშვთა დამნაშავეობის მიმართ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის პოზიციის მომხრეა

29 იანვარი, 2007

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი ბავშვთა დამნაშავეობის მიმართ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის პოზიციას იზიარებს, რაც მათი პატიმრობის ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს.
ჰამარბერგის აზრით, ბავშვებს ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისროთ, თუნდაც მხოლოდ მონაწილეობა მიიღონ მათი მიზეზით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, არასრულწლოვანთა სამართალში არანაირი დასჯა არ უნდა იყოს გამოყენებული. მიზანი უნდა იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება და პარალელურად, რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

„დაჭერა, დაკავება და დაპატიმრება სავსებით კანონიერი ქმედებაა იმ არასრულწლოვანთა მიმართ, რომელთაც უკვე მიაღწიეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს, მაგრამ დასჯის ეს ფორმა გაეროს კონვენციის თანახმად, უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და სასჯელის ვადაც მინიმალური უნდა იყოს. ეს არის ბავშვთა უფლებების არსი. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ბავშვისთვის თავისუფლების წართმევა ზრდის მის აგრესიულობას. ბავშვის დაპატიმრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ არ არსებობს სხვა გზა, თავიდან ავიცილოთ ის საშიშროება, რომელიც მის გარშემომყოფებს ემუქრება,“ -ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: GHN

ახალი ამბები