კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თანასწორობის ინსტიტუტი“ სოდ-ში დაბარებული მოქალაქის დაცვას აპირებს

30 იანვარი, 2007

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ტრეფიკინგთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელი ილია ღვინაძე მოქალაქე ნანული ყუფარაძეს ფიზიკური განადგურებით ემუქრება.

როგორც მედიანიუსს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა, 2006 წლის 21 მარტს ვინმე ნინო რუაძემ და ბაბულა სეფიაშვილმა ნანული ყუფარაძის მეუღლე თურქეთში  დასაქმების მიზნით წაიყვანეს, თუმცა, შემდეგ იგი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა. „ყუფარაძის მეუღლეს, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თურქეთში ნერგები უნდა დაერგო, რაშიც გარკვეული გასამრჯელოც უნდა აეღო, თუმცა ადგილზე ჩასვლის შემდეგ მას სხვა, უფრო მძიმე სამუშაოების შესრულება დაავალეს და რაც მთავარია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, სწორედ ამის გამო ნანული ყუფარაძემ ნინო რუაძისა და ბაბულა სეფიაშვილის დასჯა მოითხოვა.  საქმე გამოსაძიებლად სოდ-ის ტრეფიკინგთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელს ილია ღვინაძეს გადაეცა. „რუაძეც და სეფიაშვილიც სოდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის, მამუკა ჯაფარიძის ნათესავები არიან და შესაბამისად, ილია ღვინაძემ საქმე არ გამოიძია და ყუფარაძეს ურჩია, გაჩუმებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამის შემდეგ დაზარალებულმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მიმართა, თუმცა შედეგი არც ამას მოჰყოლია. დღეს ნანული ყუფარაძე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზეა დაბარებული და ჩვენ მას თანადგომას ვუცხადებთ. ყველანაირად შევეცდებით, საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს,“ - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები