კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი მესაკუთრეთა უფლებების დარღვევით მიმდინარეობს

31 იანვარი, 2007

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებითა და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ ასოციაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნაგებობის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, საქმის წარმოებაში ჩართოს ნაგებობის მფლობელი და საჯაროობის პრინციპების დაცვით მიიღოს დადგენილება. ნაგებობის უკანონობის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ამ ნაგებობის დემონტაჟი. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რომ დემონტაჟის შესახებ დადგენილება ნაგებობის მფლობელს უნდა გადაეცეს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. თავის მხრივ მფლობელს უფლება აქვს 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დადგენილება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პროცედურა უკანანსკნელ პერიოდში ქალაქში განხორციელებულ ე.წ. უკანონო ნაგებობათა დემონტაჟის დროს უხეშად ირღვევა.

„ნაგებობათა მესაკუთრეებს არ აბარებენ მათ მიმართ გამოტანილ დადგენილებებს და შესაბამისად, წართმეული აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავინთი საკუთრების უფლება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: GHN

ახალი ამბები