კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი „ღია ბოქლომი“ ინფორმაციის ნაკლებობის გამო იხურება

14 თებერვალი, 2007

„სამეგრელო ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზაზა გოროზიას პრეს სამსახურის უფროსი ლალი გელენავა დამოუკიდებელი გაზეთის „ღია ბოქლომის” კორესპონდენტებს და გაზეთის მთავარ რედაქტორს, უკვე 4 თვეა ყველანაირ ინფორმაციას გვიბლოკავს და პირად საუბრებში აცხადებს, სანამ მე ამ თანამდებობაზე ვიქნები ასეც გაგრძელდებაო,“-„ღია ბოქლომის“ მთავარი რედაქტორი ილია ჩაჩიბაია. 9 თებერვალს ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და თხილის ქარხნის პრეზენტაციას დაესწრო. ამ შეხვედრას სამეგრელოსა და არა მარტო სამეგრელოს, აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი ესწრებოდა, ლალი გელენავამ კი მიუხედავად იმისა, რომ მის თანამშრომლებს ორი დღით ადრე შევუთანხმდით, აკრედიტაცია არ გაგვიკეთა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის ჩამოსვლისას აკრედიტაციას არ გვაძლევენ.

გელენავა ყველა იმ მედია საშუალებას და ჟურნალისტს  დაუპირისპირდა, რომელმაც ჩვენს გაზეთზე მომხდარი ზეწოლის ფაქტები გააშუქა. მაგალითად გაზეთ “ბასტას”, “კოლხურ ვერსიას”, “თავისუფალ სიტყვას”, რადიო “იმედის”, ტელეკომპანია “მზის”, ტელეკომპანია “იმედის” და “ფორტუნას” რეგიონალურ კორესპონდენტებს...

რწმუნებულის პრეს-სამსახური (დარწმუნებული ვართ ზაზა გოროზიას დავალებით) სხვამხრივაც ცდილობს სამეგრელოში მომხდარი ფაქტები გამოგვაპაროს და არანაირი ოფიციალური შეხვედრის, პრესკონფერენციის თუ საჯარო ინფორმაციის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის. ეს ყველაფერი კი 4 ნოემბერს რწმუნებულ ზაზა გოროზიას ოთახში მომხდარი ფაქტის შემდეგ დაიწყო...

ზუგდიდის რეგიონალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი “ღია ბოქლომი” კი ინფორმაციის არქონის გამო დროებით დახურულია, თუ ასე გაგრძელდა ალბათ სამუდამოდ. გთხოვთ დახმარებას.

„ღია ბოქლომის“ მთავარი რედაქტორი ილია ჩაჩიბაია

ახალი ამბები