კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარიცხული სტუდენტები საიას დახმარებით სასწავლებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

15 თებერვალი, 2007

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ამავე სასწავლებლის წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით სარჩელს შეიტანენ.

საია, გარიცხულ სტუდენტთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართავს.

„სასარჩელო განცხადებით ვითხოვთ მოსარჩელეთა სტუდენტთა სიიდან ამორიცხვის ბრძანების ნაწილობრივ ბათილობასა (მოსარჩელეთა ნაწილში) და უნივერსიტეტიდან გარიცხული სტუდენტების აღდგენას შესაბამის სპეციალობებზე,“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 27 დეკემბრისა და 2007 წლის 9 იანვრის ბრძანებით, სასწავლებლიდან 260-მდე სტუდენტი გაირიცხა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ რექტორის ეს ქმედება უკანონოა.

წყარო: GHN

ახალი ამბები