კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნებრივი აირის მოთხოვნით გურჯაანში საპროტესტო აქცია გაიმართა

16 თებერვალი, 2007

ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებმა ბუნებრივი აირის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის თქმით, უკვე ორი თვეა, რაც მათ ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. აქციის მიმდინარეობისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროტესტის შეწყვეტის მიზნით, აღშფოთებულ მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენდნენ.

„ორი თვეა, რაც გაზი არ გვაქვს. ნორმალურ პასუხს არავინ გვცემს. თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ უშედეგოდ. როდის აღდგება ბუნებრივი აირის მოწოდება, არ ვიცით. ზამთარში გათბობის გარეშე დავრჩით. იძულებულები ვართ ქუჩაში გამოვიდეთ და აქცია გავმართოთ. იქნებ ასე მაინც გაიგონ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ყურადღების მოქცევა გვინდა,“ - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

მოსახლეობის თქმით, მათ ბუნებრივი აირის გასაყვანად ს/ს „გურჯაანგაზს“ 70 ლარი და სხვა მომსახურეობის საფასური გადაუხადეს, თუმცა ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდებათ.

საპროტესტო აქციაზე მისულმა ს/ს „გურჯაანგაზის“ დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა, 9 აპრილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად, გაზგაყვანილობის მაგისტრალზე 3 კილომეტრიანი მონაკვეთის დაზიანება დაასახელა.

9 აპრილის ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენას უახლოეს ხანში ვარაუდობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი: „ჩვენ ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს, მაგრამ დაზიანდა მილები და რა ვუყოთ. ვფიქრობ, მდგომარეობა მალე გამოსწორდება,“ - აღნიშნავს ქერეჭაშვილი.

ს/ს „გურჯაანგაზის“ ინფორმაციით, დაზიანებული მაგისტრალის შესაკეთებლად 45 ათასი ლარია გამოყოფილი. მათივე თქმით, რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია 40 დღის ვადაში სამშენებლო სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები