კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში დაკავებულებს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაასამართლებენ

16 თებერვალი, 2007

აფხაზეთის ტერიტორიის უკანონოდ გადალახვისთვის საქართველოს სამი მოქალაქე აფხაზმა სამართალდამცავებმა გასული წლის 27 დეკემბერს დააკავეს. მირიან კიკაჩეიშვილს, ავთანდილ ქაჩიბაიასა და ლაშა სიჭინავას მას შემდეგ ოჯახის წევრებთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონიათ. დაკავებულის ახლობლებმა დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მიმართეს.

„მათი დაკავებიდან თითქმის ორი თვე გავიდა და არ ვიცით, რა ვითარებაში, როგორ პირობებში იმყოფებიან. ვის არ მივმართეთ დასახმარებლად: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ამაოდ. ვერავინ გვაიმედებს. ამბობენ, რომ აფხაზურ მხარესთან ურთიერთობა ძნელია. ეს პასუხი კი ჩვენთვის გამაღიზიანებელი და არაფრისმომცემია,“ - აცხადებს დაკავებული მირიან კიკაჩეიშვილის მეუღლე თამარ ქაჩიბაია.

დღეს დაკავებულის მეუღლე სახალხო დამცველის რწმუნებულს იმერეთში თეონა კუჭავას შეხვდა. კუჭავა აცხადებს, რომ დაკავებულების ბრალეულობა -უდანაშაულობაზე ვერაფერს იტყვის, რადგან მისთვის უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ სათანადო საბუთები წესრიგში, მიუძღვით თუ არა სხვა რაიმე სახის დანაშაული და ა.შ. სახალხო დამცველის რწმუნებული აღნიშნულ ფაქტს სამართლებრივ შეფასებას ვერ აძლევს.

დღესვე დაკავებული მირიან კიკაჩეიშვილის მეუღლემ მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს გაუგზავნა: „გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ჩვენი ოჯახი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოვიდეს. თქვენი დახმარებით, იქნებ მოვახერხოთ დაკავებულებთან დაკავშირება და იმ პირობების გაგება მაინც, რომელშიც მათ უხდებათ ყოფნა,“ - აღნიშნულია სოზარ სუბარის მიმართ გაგზავნილ წერილში.

დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, სოხუმის პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები