კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების მინისტრი სატელევიზიო სიუჟეტებში პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას ეწინააღმდეგება

19 თებერვალი, 2007

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტელეარხების საშუალებით, გახშირდა სიუჟეტები, სადაც აღწერილია, თუ როგორ დატოვა დედამ ჩვილი სამშობიარო სახლში, ან როგორ იპოვეს ნაგავსაყრელზე ახალშობილი.

სამინისტროს განმარტებით, „შვილად აყვანის წესის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად, არ შეიძლება პოტენციურად გასაშვილებელი ბავშვების საჯარო განცხადებების მეშვეობით შეთავაზება.

აღნიშნული სახის სიუჟეტებში პირადი ინფორმაციის გამჟღავნება სწორედ ასეთი მანკიერი მოვლენების რეალობის დამკვიდრებას და აფიშირებას უწყობს ხელს, რასაც დაუშვებლად მიიჩნევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ტელეარხების ხელმძღვანელებს უკვე მიმართა თხოვნით, რათა მსგავსი სახის სიუჟეტების გაშუქება შესაბამისად დარეგულირდეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს ქვეყნის ფარგლებში მიმდინარე შვილად აყვანის პროცესს.

ბავშვთა დაცვა რეგულირდება, როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ისე ბავშვთა უფლებების კონვენციით, რომელსაც საქართველო 1994 წელს მიუერთდა.

წყარო: GHN

ახალი ამბები