კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიურად დაავადებული პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

19 თებერვალი, 2007

გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მცხოვრები ფსიქიურად დაავადებული ფედია ჩერნომოროვი გურჯაანის პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.  როგორც ფედია ჩერნომოროვმა და მისმა მეუღლემ ნატო მეგრელიშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს,  იმ ჩვენებების საფუძველზე, რომელიც პოლიციაში მათ ფულის სანაცვლოდ დააწერინეს, სამი ადამიანია დაკავებული. დათო ბოსტოღანაშვილს, ანდრო და ჰენო მალხაზიანებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ  აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ, 18 თებერვალს შეუფარდა.

ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობის წინ დაკავებულების ახლობლები და მეზობლები საპროტესტო აქციას მართავენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ დაზარალებულებიც, რომელთა განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს და სიმართლის თქმა მოითხოვეს, თუმცა ამაოდ. „პოლიციის თანამშრომელმა ფული გადამიხადა, თან დამემუქრა. ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ შემეშინდა და ხელი მოვაწერე,“- აღნიშნავს სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ნატო მეგრელიშვილი.

აქციის მონაწილეები დახმარებას სახალხო დამცველს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები