კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ოფისში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

20 თებერვალი, 2007

დღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა გაიმართება, სადაც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსულტაციო ცენტრის „სახლის" მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის მასალა იქნება წარმოდგენილი.

კვლევის მიზანი იყო გაერკვია, არსებობს თუ არა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის რეალური მექანიზმები და გამოევლინა ფაქტორები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.

შეხვედრაზე მოწვეულები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო.

წყარო: GHN

ახალი ამბები