კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში

20 თებერვალი, 2007

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო წვრთნები დაიწყო. გალის გამგეობის ინფორმაციით წვრთნები გუმისთის პოლიგონზე მიმდინარეობს. საშტაბო-სამობილიზაციო სამხედრო წვრთნებში სარეზერვო ბრიგადები იღებენ მონაწილეობას.

გალის გამგებლის მოადგილის, თორნიკე კილანავას თქმით სამხედრო წვრთნები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება: აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი ყველა ღონეს ხმარობს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დასაშინებლად. მათი მიზანია მოსახლეობა საპარლმენტო არჩევნებზე დაშინების გზით მიიყვანონ, - დასძენს თორნიკე კილანავა.

აფხაზური შეიარაღებული ძალების მობილიზაციაზე საუბრობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ენგურის ხიდით სამეგრელოში გადმოდიან.  გალის რაიონის მკვიდრის, მარინა შამათავას თქმით საგუშაგოზე განსაკუთრებული კონტროლია: მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს გადაადგილება ძალიან გართულდა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გამოგვიშვეს და თითო ადამიანზე 10 ლარი გადაგვახდევინეს, - ამბობს შამათავა.

კილანავას თქმით, წვრთნები სავარაუდოდ 4 მარტამდე, არჩევნების დღემდე გაგრძელდება.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები