კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თრიალეთის“ ჟურნალისტი სამართალდამცავებს და სახალხო დამცველს რეაგირებას თხოვს სატელეფონო მუქარასთან დაკავშირებით

28 თებერვალი, 2007

 ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური, მის წინააღმდეგ განხორციელებულ სატელეფონო მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახალხო დამცველს სათანადო რეაგირებას თხოვს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, 18 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 19.00 საათისთვის, მისი სახლის ტელეფონზე უცნობმა ქალმა დარეკა, რომელსაც ჩიბჩიურის დედამ უპასუხა. უცნობმა  ჯერ ნინო ჩიბჩიური იკითხა შემდეგ, როდესაც შეიტყო რომ ის სახლში არ იყო, ჟურნალისტის დედას ასეთი სიტყვებით დაემუქრა:  ,,თუ შენი შვილი არ გაჩერდება მარლენა და მიშა ცოცხალს არ დატოვებენო.”

ჟურნალისტის ინფორმაციით, მან მოამზადა რეპორტაჟი შიდა ქართლში ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ საბიუჯეტო თანხებით პირადი კომფორტისა და ძვირადღირებული მანქანების შეძენის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ გორის გამგეობის შენობაში არ შეუშვეს მხოლოდ „თრიალეთის“ გადამღები ჯგუფი, რომელსაც   რაიონის  საკრებულოს სხდომის გაშუქება სურდა. დაცვის წევრებმა „თრიალეთის“ ჟურნალისტებს საშვი მოთხოვეს, საშვთა ბიუროში კი განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „თრიალეთზე“ საშვის გაცემა „ზემდგომებისგან ეკრძალებათ“.

„ჩვენი ეთერის საშუალებით ეს ფაქტიც გავაშუქე.  გორის რაიონის გამგეობის შენობაში ჩვენი არშეშვების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთ ფაქტებზეც ვამზადებდი სიუჟეტებს“,  - აღნიშნავს ჩიბჩიური.

ჟურნალისტი დაასკვნის, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტების გაშუქება გახდა მის მიმართ განხორციელებული მუქარის მიზეზი.

ჟურნალისტი გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და სახალხო დამცველს სოზარ სუბარს თხოვს მოახდინონ „სათანადო რეაგირება, რათა დადგინდეს  ანონიმური ზარის ავტორის ვინაობა და ის პირები, ვისი დავალებითაც მოქმედებდა იგი, რათა დაისაჯონ ისინი შესაბამისი მუხლებით“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები