კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქველმოქმედო აქცია ქუთაისის ციხეში

6 მარტი, 2007

წუხელ გვიან ღამით, ქუთაისის საპყრობილეში ფარმაცევტული ფირმა „ავერსის“ წარმომადგენლებმა 82 დასახელების მედიკამენტი შეიტანეს.

„სამედიცინო კუთხით ციხეში მძიმე მდგომარეობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ. როცა მივხვდით, რომ პრობლემით ციხის ხელმძღვანელობა ვერ დავაინტერესეთ, ისევ გარე ძალებს ვთხოვეთ დახმარება. პატიმართა 70% მძიმე ავადმყოფია და მათი უწამლოდ ყოფნა წარმოუდგენელია,“ - აცხადებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის წევრი, ექიმი ირაკლი ლალიაშვილი.

„ავერსის“ წარმომადგენელმა გიორგი მამასახლისმა ქუთაისის საპყრობილეს 2500 ლარის ღირებულების მედიკამენტები გადასცა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები