კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში წამების ფაქტების გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა გართულებულია

13 მარტი, 2007

უჩა ნანუაშვილი: საქართველოში წამების ფაქტების გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა გართულებულია

„საქართველოში წამების პრევენციისათვის გარკვეულწილად შესაბამისი ზომები გატარებულია, თუმცა ეს არასაკმარისი და ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია,“  - აცხადებს ადამიანის უფლებათა სადოკუმნეტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი. ამის მიზეზად იგი საზოგადოების ე. წ. ჩართულობის საკმაოდ დაბალ დონეს მიიჩნევს.

როგორც ნანუაშვილმა „მედიანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ეს პროცესი თვითონვე გააკონტროლოს და მონიტორინგის საბჭოებში მასზე დამოკიდებული პირები დანიშნოს. ეს კი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პენიტენციალური დაწესებულებების მონიტორინგს ართულებს.

ნანუაშვილის თქმით, ეს სისტემა რეალურად დახურულია, რაც მთავარ წინაღობად იქცევა ობიექტური მონიტორინგისა და აქედან გამომდინარე, წამების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავეთა დასჯის საქმეში.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები