კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციამ შესაძლოა პარლამენტთან გადაინაცვლოს

14 მარტი, 2007

დღეს ქუთაისში მცხოვრებმა დევნილებმა, ქალაქის პროკურატურის წინ,  მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, თავდაცვის სამინისტრომ უკან წაიღოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ომში მონაწილე და მათთან გათაბრებულ პირებს 1999-2004 წლებში სახელმწიფოსგან გაცემული პენსიის უკანონოდ მიღებაში ედებათ ბრალი.

ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში უკვე ორი კვირაა, აღნიშნული კატეგორიის დევნილებს იბარებენ და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენებაში ადანაშაულებენ. „მათი საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. თავიდან გვეგონა, მიხვდებოდნენ, რა უსუსურ ბრალდებასაც გვიყენებდნენ და თავს დაგვანებებდნენ, მაგრამ ეს უმსგავსობა გრძელდება. მთელი დევნილები ერთად რომ დაგვიბარონ პროკურატურაში და ციხეშიც ჩაგვსვან, ერთ თეთრს არ გადავიხდით. ან რატომ უნდა გადავიხადოთ, როცა არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის,“ - აცხადებს დევნილი შორენა ჩაკვეტაძე.

პროკურატურა დევნილებისგან გირაოს სახით 3000 ლარის გადახდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. რამდენიმე დღის წინ ქუთაისელმა სამართალდამცავებმა ფსიქიურად დააადებული დევნილი ვიტალი გავაშელი დააკავეს. მის გათავისუფლებას ახლობლები დღემდე ამაოდ ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გავაშელის ბედი შესაძლოა ათობით დევნილმა გაიზიაროს. ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში 270 კაციანი სია დევს, ვისაც ე.წ. სახელმწიფო ვალი მართებს. 

საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციას „თანასწორობის ინსტიტუტი“ და სხვა რაიონებში მცხოვრები დევნილებიც შეუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციებით, უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტისა და თავდაცვის სამინისტროს წინ გადაინაცვლებენ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები