კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმის სასამართლო დაკავებული ქართველების საკითხს განიხილავს

15 მარტი, 2007

დღეს, სოხუმის სასამართლო სამი დაკავებული ქართველის, კობა ღაჭავას, ლევან რიგვავასა და ივერი ყორშიასთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს. სავარაუდოდ, მათ სამთვიან წინასწარ პატიმრობას მიუსჯიან.

როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, სოხუმის სასამართლო ტრიბუნალი მათ საზღვრის უკანონო დარღვევისა და პროვოკაციისთვის გაასამართლებენ. მათ უფლებებს აფხაზი ადვოკატი გენო ზარანდია დაიცავს.

შეგახსენებთ, პირველ მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფხაზური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. სროლა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. აფხაზურმა მხარემ სამი სტუდენტი დააკავა.

წყარო: GHN

ახალი ამბები