კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი ქალბატონი პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით იმუქრება

20 მარტი, 2007

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში მცხოვრები დევნილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ზინა გაგლოშვილი, უკვე ერთი წელია რაც ორჯონიკიძეში გარდაცვლილი და იქვე დაკრძალული შვილის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს.

როგორც გაგლოშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობა, დახმარების თხოვნით მან არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. „ეკონომიურად ძალიან გაჭირვებული ვარ. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. რაიონის ხელმძღვანელობას დახმარება ბევრჯერ ვთხოვე, მაგრამ არც კი მომისმინეს. შეიძლება ეს საკითხი მათ ვერ გადაჭრან, მაგრამ ხომ შეუძლიათ ვინმესთან მიშუამდგომლონ. ამის ნაცვლად გამგეობაში გიჟად შემრაცხეს. აბუჩად აგდებისა და ნერვიულობის შედეგად ჯანმრთელობა გამიუარესდა. თუ არავინ მომხედავს და ჩემი შვილის ცხედარს ვერ დავიბრუნებ, რამდენიმე დღეში პროტესტის ნიშნად გამგეობის შენობის წინ თავს მოვიკლავ“- აღნიშნავს ქალბატონი განცხადებაში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არავინ აკეთებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მოქალაქისადმი ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების გამო და თვითმკვლელობის თავიდან ასაცილებლად შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები