კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯაბა ჯიშკარიანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართება

20 მარტი, 2007

თბილისი.20.03.07.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია 'თანასწორობის ინსტიტუტის' წარმომადგენლის ჯაბა ჯიშკარიანის დაკავების გამო, რომელსაც მოსამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

როგორც 'მედიანიუსს' 'თანასწორობის ინსტიტუტის' წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, პირველ რიგში, დაგეგმილია სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება.
'ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ვგეგმავთ იმ მანდატურების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომლებმაც ჟურნალისტებსა და დარბაზში მყოფ სხვა პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს', - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, დაკავებული ჯაბა ჯიშკარიანის გათავისუფლებმის მოთხოვნით, 'თანასწორობის ინსტიტუტის' ერთ-ერთი წევრი ზურაბ რთველიაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

ცნობისთვის: ჯაბა ჯიშკარიანი არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესზე (რომელსაც სააპელაციო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა), სასამართლის უპატისცემულობის ბრალდებით დააკავეს.

ახალი ამბები