საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანდატურები უზენაესი სასამართლოს შესასვლელთან, 20 მარტს ხელს უშლიდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრების საპროტესტო აქციის გადაღებაში.
მანდატურები წინ აღუდგნენ ვიდეოკამერებს და თხოვდნენ ოპერატორებს შეეწყვიტათ გადაღება. მათი აზრით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ქუჩაში მოძრაობას აფერხებდნენ. ამ დროს ჟურნალისტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები უზენაესი სასამართლოს წინ აპროტესტებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებას, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ჯაბა ჯიშკარიანისთვის 30 დღიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ჯიშკარიანს თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლოში 19 მარტს, 14 წლის გიორგი ზერეკიძის პროცესზე, მოსამართლის მიმართ გამოხატული უპატივცემულობისთვის შეეფერდა.
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს ჯიშკარიანის გათავისუფლების მოთხოვნით.
წყარო: media.ge