კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების საქველმოქმედო აქცია კახეთში

22 მარტი, 2007

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, გუშინ კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს.

აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ბეჭდვითი, ასევე ცენტრალური მედია საშუალებების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს „სახალხო ბანკის“ მხარდაჭერით შეძენილი საჩუქრები გადასცეს.

ამასთან ერთად, აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის წარმომადგენლებმა, ოპერატიული და ობიექტური მუშაობისათვის ტელეკომპანიების „მზის“, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული კორესპონდენტები დააჯილდოვეს. მედიის წარმომადგენლებს სამახსოვროდ ღვთისმშობლის ხატები და დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქცია ჟურნალისტებმა ტრადიციად დაამკვიდრეს. გასულ წელს ისინი ლაგოდეხის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები