კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ობზერვატორი“ - უკანონო დაკავება/ძალადობა

26 მარტი, 2007

სასწრაფო მიმართვა - „ობზერვატორი

უკანონო დაკავება/ძალადობა
საქართველო
23 მარტი, 2007 წელი

“ობზერვატორი” - ადამიანის უფლებათა დამცველთა მხარდაჭერისათვის, გაერთიანებული პროგრამა მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) ახალ ინფორმაციას იღებს და თხოულობს თქვენს სასწრაფო რეაგირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ინფორმაცია:

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ (HRIDC) „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრის ჯაბა ჯიშკარიანის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით „ობზერვატორის“ ინფორმაცია მიაწოდა.

2007 წლის 19 მარტს ჯაბა ჯიშკარიანს, „სასამართლოს უპატივცემულობის“ ბრალდებით არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად), 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.  ჯიშკარიანი არასრულწლოვანი (14 წლის) გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

2006 წელს, გიორგი ზერეკიძე, ქალაქ თბილისის სასამართლომ მკვლელობის მცდელობასა და ხულიგნობაში ბრალდებულად სცნო და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2006 წლის 18 ივლისს, იუნისეფმა ზერეკიძის განაჩენის გამო შეშფოთება გამოხატა და საქართველოს, ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების შესრულებისაკენ მოუწოდა, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა.

2007 წლის 19 მარტს, სასამართლომ ზერეკიძეს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რის შემდეგაც ჯიშკარიანმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ ღებულობენ და განაჩენს უსამართლო, ხოლო მანდატურებს „ვანო მერაბიშვილის მონები“ უწოდა.

ამჟამად ჯაბა ჯიშკარიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„ობზერვატორი“ შეშფოთებას გამოხატავს ჯაბა ჯიშკარიანის დაპატიმრების გამო და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ჯიშკარიანი ადამიანის უფლებათა დაცვის გამო დააკავეს. „ობზერვატორი” მიმართვას თან ურთავს დამატებით ინფორმაციას ჯაბა ჯიშკარიანის წინა დაპატიმრებების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია:

2006 წლის 29 ივნისს, ჯაბა ჯიშკარიანი და „თანასწორობის ინსტიტუტის“ კიდევ ოთხი წევრს, ირაკლი კაკაბაძეს, ზურაბ რთველიაშვილს, ლაშა ჩხარტიშვილსა და დავით დალაქიშვილს დამოუკიდებელი ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებლების შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის გათავისუფლების მოთხოვნის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველგავრი სასამართლო მოსმენის გარეშე 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2006 წლის 27 სექტემბრის საღამოს, ჯაბა ჯიშკარიანი და „თანასწორობის ინსტიტუტის“ კიდევ სამი წევრი, ინსტიტუტის სხვა წევრების დაკავების,  სასამართლოს არასამართლიანობისა და დამოუკიდებლობის არ ქონისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არაადეკვატური გამოძიების გაპროტესტების გამო დააკავეს. 15 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

მოთხოვნები:

მისწერეთ საქართველოს მაღალჩინოსნებს:

I. გარანტირებულ იქნას ჯაბა ჯიშკარიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;
II. ჯიშკარიანი სასწრაფოდ გათავისუფლდეს იმის სფუძველზე, რომ მისი დაპატიმრება უკანონოა;
III. წერტილი დაესვას ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობას;
IV. შესრულდეს ადამიანის უფლებთა დამცველთა დეკლარაციის პირველი, მე-5, მე- 12.2. და 23.1-ე მუხლები;
V. უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა და ფუნდამეტურ თავისუფლებათა პატივისცემა, საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების მიხედვით. 

მისამართები:

• მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი,
კანცელარია, ინგოროყვას 7, 380034, თბილისი, საქართველო, (+995 32) 99 96 53; ფაქსი:  +995 32 99 92 00; ელ-ფოსტა:
pr@president.gov.ge
• ლევან მიქელაძე, საქართველოს მისიის ელჩი გაეროში, Rue Richard Wagner 1, 1202 Geneva, Switzerland, Fax: + 41 22 733 90 33 ; Email: geomission.geneva@bluewin.ch
• სალომე სამადაშვილი, დიპლომატიური მისია ბრიუსელში, ბელგია,
            Fax: + 32 2 732 85 47
• კონსტანტინე კორკელია, მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, ინგოროყვას 7. 380034 თბილისი, საქართველო, ტელ: +995 32 93 23 22 ; ფაქსი: +995 32 98 99 72 ; ელ-ფოსტა:
snsc@gol.ge
• საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა სამსახური, ტელ: + 995 32 93-13-22 ; ფაქსი: + 995 32 92-35-58
• ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ტელ: +995 32 99 62 96 / 99 80 50 / 99 95 55; ფაქსი: +995 32 98 71 46 / 99 95 24; ელ-ფოსტა:
presscenter@pol.ge
• ელენე თევდორაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტი , რუსთაველის 8. 380018 თბილისი, საქართველო; ტელ: +995 32 99 69 51; ფაქსი: +995 32 92 15 63 / 92 33 50
• გია ქავთარაძე, იუსტიციის მინისტრი, გრიბოედოვის 19, თბილისი, საქართველო 380008; ტელ: +995 32 93 27 21 / 93 50 49 / 75-82-22; ფაქსი: +995 32 93 02 25 / 75-82-22 ; ელ-ფოსტა:
justice@justice.gov.ge
• ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორი, გორგასლის 24, თბილისი, საქართველო 380014, ტელ: +995 32 98 21 54 / 93 23 44 / 93 68 45 / 99 06 68; ფაქსი: +995 32 98 21 70
• სოზარ სუბარი, სახალხო დამცველი, მაჩაბლის 11, თბილისი 0107, საქართველო, ტელ: + 995 32 92 39 60 / 92 24 78 / 92 24 81 / 93 15 85; ფაქსი: + 995 32 92 24 70; ელ-ფოსტა:
info@ombudsman.ge

ან მისწერეთ თქვენს ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოს

ჟენევა-პარიზი, 23 მარტი, 2007 წელი

„ობზერვატორის“ ცხელი ხაზი:
ელ-ფოსტა:
Appeals@fidh-omct.org
ტელ და ფაქსი FIDH + 33 (0) 1 43 55 20 11 / +33 1 43 55 18 80
ტელ და ფაქსი OMCT + 41 (0) 22 809 49 39 / + 41 22 809 49 29

ახალი ამბები