კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: ზოგიერთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში გიორგი ზერეკიძის საქმე „ძალიან ცალმხრივად გაშუქდა“

27 მარტი, 2007

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა რადიო „მწვანე ტალღის“ ეთერში პირველი კომენტარი გააკეთა 15 წლის გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და ზოგიერთი მედია საშუალება საქმის არასწორად გაშუქებაში დაადანაშაულა.

„აქცენტი გაკეთდა იმ ფაქტებზე, რომელიც ვიღაცას აწყობდა. არასრულწლოვნებს არწმუნებდნენ, რომ სასამართლომ უდანაშაულო ბიჭი 7 წლით დასაჯა. კონკრეტულმა პირებმა პირადი პოლიტიკური დაინტერესება გამოხატეს, მას აჰყვა მედიის რამდენიმე საშუალება და საქმე ძალიან ცალმხრივად გაშუქდა“, განაცხადა კუბლაშვილმა რადიო „მწვანე ტალღის“ გადაცემაში „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გისმენთ“.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ზერეკიძის საქმის არაობიექტურად გაშუქებაში, მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“დაადანაშაულა, ხოლო ოპოზიციამ ეს ბრალდება, მედიაზე ზეწოლად შეაფასა.

14 წლის გიორგი ზერეკიძემ საკუთარი სახლის ეზოში დისტრიბუტორი დანით მსუბუქად დაჭრა. ზერეკიძეს, თავდაპირველად, ხულიგნობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 10 წელი მიუსაჯეს. განაჩენის გასაჩივრების შემდეგ კი, 2007 წლის 19 მარტს, სააპელაციო სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციას და უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ზედმეტად მკაცრი მოეჩვენათ, რასაც საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები