კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კვიციანის საქმის მოწმე სასამართლომ ხელმეორედ დაკითხა

29 მარტი, 2007

გუშინ გალი-გულრიფშის სასამართლოში ნორა კვიციანი-არღვლიანის პროცესი განახლდა. სასამართლომ ერთ-ერთი მოწმე თემურ ჩხეტიანი ხელმეორედ დაკითხა. თემურ ჩხეტიანი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის 19 მარტს დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდდა.

მოგვიანებით პროკურორმა სასამართლოს ჩხეტიანის განცხადება წარუდგინა, რომელშიც ჩხეტიანი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის ნებართვას ითხოვდა და ამბობდა, რომ ის წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას უბრუნდება. გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ჩხეტიანმა კვლავ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება დაადასტურა და განაცხადა, რომ განცხადება პოლიციელთა კარნახით დაწერა, რომლებიც მას განცხადების სანაცვლოდ თავისუფლებას დაპირდნენ. 

ნორა კვიციანის სასამართლო პროცესი 3 აპრილს გაგრძელდება.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები