კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი: სასამართლო პროცესებზე უნდა ითვალისწინებდნენ ჟურნალისტის მუშაობის სპეციფიკას

29 მარტი, 2007

 საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე მიიჩნევს,  რომ გათვალისწინებული უნდა იყოს  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუშაობის სპეციფიკა, სასამართლო პროცესებზე.

ამის შესახებ  გიორგაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- თან ინტერვიუში განაცხადა, ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულთა პროცესზე, 27 მარტს  მომხდარ ინციდენდთან დაკავშირებით. მოსამართლე მაია თეთრაულმა მხოლოდ იმიტომ გააძევა დარბაზიდან ტელეკომპანია  „მზის“ ჟურნალისტი იმედა დარსალია, რომ მან დარბაზს გარეთ ვიდეოკასეტის  ასისტენტისთვის მიწოდება სცადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა ჟურნალისტებმა  სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგას და პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი  დატოვეს.

გიგა გიორგაძის განცხადებით, ჟურნალისტებმა თავისი საქმიანობის განხორციელებისას  უნდა დაიცვან სასამართლოში დადგენილი წესები, მაგრამ ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკა, რომელიც დამახასიათებელია ინფორმაციის დამუშავებისა და მიწოდების დროს.

წყარო: media.ge

ახალი ამბები