კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვენა ეუთოს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

30 მარტი, 2007

ვენაში მიმდინარეობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების  განვითარებისა  და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, სადაც  ერთ-ერთ ძირითად საკითხად გამოტანილია სიტყვის თავისუფლების დაცვა  და მიტინგებსა და დემონსტრაციებში მოქალაქეთა  მონაწილეობის უფლება.

ორდღიან კონფერენციაში, რომელიც 29 მარტს დაიწყო, მონაწილეობენ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ჩრდილოეთ ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილოებას იღებენ  ასევე უფლებადაცვითი სფეროს ექსპერტები,  სახელმწიფო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთოს სტრუქტურების წარმომადგენლები.
ეუთო ევროპის, ყოფილი საბჭოეთისა დაჩრდილოეთ ამერიკის 56 სახელმწიფოს აერთიანებს.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.osce.org/odihr/

წყარო: Media.ge

ახალი ამბები