კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში საჯარო ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვისაც იბლოკება

2 აპრილი, 2007

 თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ  საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით 31 მარტს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური აცხადებს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ,  არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცას, უფრო   მეტად უჭირთ საჯარო ინფორმაციის მოპოვება.
 
კახეთის რეგიონის არასამთავრობოებმა  დისკუსიის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ  შესაბამისი წერილით კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს  გია ნაცვლიშვილს მიმართონ.

გია ნაცვლიშვილი ერთხელ უკვე შეხვდა ადგილობრივ არასამთავრობოებს   და თანამშრომლობა შესთავაზა.
 
 

წყარო: Media.ge

ახალი ამბები