კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის მოთხოვნით ჟურნალისტისათვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

4 აპრილი, 2007

ზუგდიდის შინაგან საქმეთა რაიონულმა სამმართველომ წინასწარი გამოძიება დაიწყო ფოთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორის  ელისო ჯანაშიასთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტზე.

„თავისუფალი სიტყვის“ 6 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან გაზეთ „ღია ბოქლომის“ ჟურნალისტის ილია  ჩაჩიბაიას დევნის ფაქტს ეხებოდა.  ეს უკანასკნელი სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პრესმდივანს ლალი გელენავასა და დაცვის უფროსს მასზე ფიზიკურ ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა.

როგორც ელისო ჯანაშია აცხადებს, 8 თებერვალს, საღამოს მას ტელეფონით რწმუნებლის პრესმდივანი ლალი გელენავა დაუკავშირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მცირე ხნის შემდეგ ჯანაშიას გელენავას მეუღლე, ასევე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა დაუკავშირდა და დაემუქრა, რომ ჩავიდოდა ფოთში და „შუაზე გაგლეჯდა“. ამასთან, მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ხასიათის, მუქარაშერეული მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გაუგზავნა.

12 თებერვალს, ელისო ჯანაშიამ  სახალხო დამცველს სოზარ სუბარს  განცხადებით მიმართა. 15 თებერვალს კი სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს და ზუგდიდის შს რაიონულ სამმართველოს უფროსს კობა ნარსიას, რათა შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მოახდინონ სათანადო რეაგირება.

29 მარტს სახალხო დამცველს გენერალური პროკურატურიდან შეატყობინეს, რომ მისი წერილის საფუძველზე, 22 მარტს ზუგდიდის შს რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება ელისო ჯანაშიასთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტზე.

დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
 

წყარო: Media.ge

ახალი ამბები