კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა კოლეგის მიმართ მუქარის ფაქტს უარყოფს

5 აპრილი, 2007

 ჟურნალისტი ლაშა ბერულავა უარყოფს მისი და მისი მეუღლის,  სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-მდივნის ლალი გელენავას მიმართ წაყენებულ ბრალდებას, თითქოს ისინი ფოთის  დამოუკიდებელ გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორს  ელისო ჯანაშიას ემუქრებოდნენ. როგორც სააგენტო „პირველს“ ლაშა ბერულავამ განუცხადა, ელისო ჯანაშიას მიმართ არანაირ მუქარას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
 
„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ უსიამოვნო საუბარი, გამოწვეული იმით, რომ ჯანაშიამ ჩემი მეუღლის მიერ კერძო საუბარში მოთხრობილი ამბავი საგაზეთო სტატიაში ოფიციალურ კომენტარად გამოიყენა. მზად ვარ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას ვუპასუხო, მათ შორის გამოძიების კითხვებსაც,“  -   განუცხადა „პირველს“ ლაშა ბერულავამ.

მისი განმარტებით, გელენავას და ჯანაშიას კერძო საუბარი სამხარეო რწმუნებულის დაცვის წევრთან მომხდარ შელაპარაკებას ეხებოდა.

12 თებერვალს, ელისო ჯანაშიამ სახალხო დამცველს  განცხადებით  მიმართა და მის მიმართ განხორცლებეული ზეწოლის ფაქტზე რეაგირება ითხოვა. სოზარ სუბარი, თავის მხრივ, გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა.

29 მარტს სახალხო დამცველს გენერალური პროკურატურიდან შეატყობინეს, რომ მისი წერილის საფუძველზე, 22 მარტს ზუგდიდის შს რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება ელისო ჯანაშიასთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტზე.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები