კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"Freedom House“ რუსეთს ქართველების დევნისთვის აკრიტიკებს

5 აპრილი, 2007

 ვაშინგტონში ბაზირებული გავლენიანი უფლებადამცველი  ორგანიზაცია „Freedom House“  რუსეთში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების  გაუარესების თაობაზე მორიგ მოხსენებას აქვეყნებს, სადაც  ქართველების დევნის და  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შევიწროების შესახებაც არის საუბარი.

„რუსეთში დემოკრატიის ეროზია გრძელდება“  - ასე ეწოდება მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ წელს, ოფიციალური თბილისის მიერ რუსი ოფიცრების ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრების საპასუხოდ, მოსკოვმა, ეთნიკური ქართველების დევნა   დაიწყო,  რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო. რუსეთის ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი ქართველის დეპორტაცია მოახდინა, საგადასახადო სამსახურებს ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოწმება დაავალა და დახურა ის ფირმები, რომლებიც ქართველებს ეკუთვნოდა. დასავლეთის და რუსეთის ზოგიერთმა მიმომხილველმა სამარცხვინო პოლიტიკა უწოდეს განსაზღვრული ეთნიკური ჯგუფებების დისკრიმანიაციას რუსეთში, ნათქვამია მოხსენებაში.


წყარო: Media.ge

ახალი ამბები