კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს კინო-ჯილდო და ადამიანის უფლებები სტამბულის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე

5 აპრილი, 2007

ადამიანის უფლებების დაცვის ლიდერი, 46 ერის გამაერთიანებელი ევროპის საბჭო, მიმდინარე წლის  31 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით გამართულ სტამბულის კინო-ფესტივალზე ახალ და პრესტიჟულ კინო-ჯილდოს წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს კინო-ჯილდო (FACE) მიენიჭება იმ ნამუშევარს, რომელიც ასახავს საბჭოს ღირებულებებს ადამიანის უფლებებთან, პირად თავისუფლებასთან, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობასთან მიმართებაში. ჯილდო მოიცავს ბრინჯაოს ქანდაკებას და ფულად თანხას 10 000 ევროს ოდენობით.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის სახელით, 2007 წლის ჯილდოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თომას ჰამარბერგი წარადგენს.

ცერემონია 14 აპრილს, სტამბულში, საკონფერენციო და გამოფენათა ცენტრში გაიმართება.

ჯილდოსთვის ათი მხატვრული ფილმი იბრძოლებს:

Bamako („სასამართლო“), აბდერაჰმან სისაკო, მალი / აშშ / საფრანგეთი, 2006წელი.
Daratt („მშრალი სეზონი“), მაჰმეტ-სელაჰ ჰარუნი, ჩადი / საფრანგეთი / ბელგია / ავსტრია,  2006 წელი.
El Violin („ვიოლინო“), ფრანსისკო ვარგასი, მექსიკა, 2005 წელი.
Eve Dönüş („სახლში დაბრუნება“), ომერ უგური, თურქეთი, 2006 წელი.
Flandres („ფლამანდია“), ბრუნო დიუმონი, საფრანგეთი, 2006 წელი.
Indigène („დიდების დღეები“), რაშიდ ბუშარები, საფრანგეთი / მაროკო / ალჟირი / ბელგია, 2006 წ.
Karaula („სასაზღვრო გუშაგი“), რაჯკო გრილიკი, დიდი ბრიტანეთი / სერბია / ხორვატია / მონტენეგრო / სლოვენია / მაკედონია / ბოსნია და ჰერცეგოვინა / ავსტრია/ / საფრანგეთი / უნგრეთი, 2006 წელი.
La faute ჭ Fidel („დააბრალეთ ფიდელს!“), ჟული გავრა, იტალია / საფრანგეთი, 2006 წელი. 
Strajk/Die Heldin von Danzig („დარტყმა“), ფოლკერ შლონდორფი, გერმანია / პოლონეთი 2006 წელი.
Vier Minuten („ოთხი წუთი“), კრის კრაუზი, გერმანია, 2006 წელი.
ჩამოთვლილთაგან ორი ფილმის („სასაზღვრო გუშაგი“ და „სახლში დაბრუნება“) მხარდაჭერა გასწია ევროპიმაჟმა, ევროპის საბჭოს ფონდმა ევროპული კინემატოგრაფიული ნამუშევრების თანაწარმოების, გავრცელების და ჩვენების ფონდმა.

ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ: www.iksv.org/film

კონტაქტი სტამბულში:
სეიფი ტაშანი, ევროპის საბჭოს პრეს-კორესპონდენტი თურქეთში
ტელ: 90 312 266 28 69;
tashan@bilkent.edu.tr

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge
 

 წყარო: Media.ge

ახალი ამბები