კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერედვის ამბულატორიის სამედიცინო ხელსაწყოები ავადმყოფებისთვის საშიშია

5 აპრილი, 2007

პატარა ლიახვის ხეობაში, ერედვის თემის ამბულატორიის თანამშრომლების განცხადებით, ისინი მოძველებული ტექნიკით სარგებლობენ. მოძველებული ტექნიკა კი ინფექციის წყარო გახდა. ერთ-ერთი ავადმყოფი ამბულატორიის სამედიცინო ხელსაწყოების შედეგად შეჭრილი ინფექციის შემდეგ ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ამბულატორიის მედპერსონალი დახმარებისათვის ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. მათი თქმით, დაფინანსება საკმარისი არ არის. ამას ადგილობრივი გამგეობის მხრიდან დაფინანსების შემცირებაც დაემატა.

მედპერსონალს საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი დიდი ხანია შედგენილი აქვს, თუმცა, დღემდე მათ არავინ დახმარებია. ამბულატორია, რამდენიმე სოფელს  ემსახურება და წლებია ახალი სამედიცინო იარაღით არ აღჭურვილა.

ერედვის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოქროპირიძე  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამბულატორიას 7 000 ლარი აქვს დაფინანსება. მისი თქმით, ეს თანხა ძირითადად სამკურნალო პრეპარატების შეძენისთვისაა საკმარისი. რაც შეეხება შენობას და იქ არსებულ მძიმე სიტუაციას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სოფელში თანამედროვე ტიპის ამბულატორიისთვის შენობა უკვე აშენებულია და უკვირს რატომ არ უშვებენ მედპერსონალს აღნიშნულ შენობაში.

ერედვის თემის გამგებელი გია მახნიაშვილი კი ამბობს, რომ ამბულატორიის ახალი შენობა დამთავრებულია, მას მხოლოდ ღობე აქვს შემოსავლები, ინვენტარიც მზად არის და მედპერსონალი იქ უახლოეს დღეებში გადავა. რაც შეეხება წაყენებულ პრეტენზიებს, გია მახნიაშვილი ამბობს, რომ თვითონ ამბულატორიაშია დაპირისპირება პენსიონერ და ახალგაზრდა მედდებს შორის. ,,პენსიონერ მედდებს გათავისუფლების შიში აქვთ და ამიტომ აქტიურობენ და სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებენ,“  - განაცხადა ერედვის თემის გამგებელმა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები