კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის მსხვერპლი გარდაიცვალა

11 აპრილი, 2007

ტრეფიკინგის მსხვერპლი 26 წლის ნათია, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე იგი „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ესაუბრა და ორგანიზაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ და ვინ გადაიყვანა 2001 წლის ზამთარში საქართველოდან თურქეთში, ხოლო თურქეთიდან საბერძნეთში.

21 დღიანი შიმშილობის შედეგად, ნათია ტუბმენინგიტითა და ფილტვების ტუბერკულოზით დაავადდა. სიკვდილამდე მას სმენაც დაეკარგა, თუმცა მზად იყო სამართალდამცავებთან თანამშრომლობისათვის.  იგი იმ პირთა ჯგუფის დასჯას ითხოვდა, რომელსაც „მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების“ დაპირებით, საქართველოდან საზღვრის უკანონო გადაკვეთით, თურქეთსა და საბერძნეთში ახალგაზრდები გადაჰყავდა და იმავდროულად ადამიანების ვაჭრობით იყო დაკავებული.

კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით 2002 წელს, შს სამინისტროს სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ტრეფიკერთა ჯგუფს შს ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს მაღალჩინოსნის ძმა მფარველობდა, ძიება შეწყდა.

ბოლოს ნათია თბილისის ტუბსაავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც როგორც მისი ოჯახის წევრებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ.

გარდაცვალებამდე ნათიამ ტრეფიკერები, ზაზა ჭულაძე, ვინმე მანანა, თენგო და სხვები, საჯაროდ ამხილა. ტრეფიკინგის საქმით გენერალური პროკურატურა დაინტერესდა, თუმცა უშედეგოდ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და მკაცრად იქნენ დასჯილნი დამნაშავეები. ამასთან ერთად, მზად ვართ სამართალდამცავებს ნათიას ნაამბობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები