კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს

17 აპრილი, 2007

თბილისი.17.04.07.მედიანიუსი. სოფელ დიღომში მცხოვრები 37 წლის ალექსანდრე ხოსიტაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯის მოთხოვნას საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომხდარში პოლიციელების ბრალეულობა აშკარად იკვეთება, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სამართალდამცველები გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან გარიგებას ცდილობდნენ.
'ალექსანდრე ხოსიტაშვილის ოჯახის წევრების მონაყოლიდან გამომდინარე, პოლიციელთა ბრალეულობა სრულიად აშკარაა და სამწუხაროა, რომ დამნაშავეები დღემდე არ დაუკავებიათ' - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მომხდარ ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენგელმა ირაკლი ბაზერაშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე აღნიშნა, ალექანდრე ხოსიტაშვილის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავებს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ.

'თუკი პოლიციელებს დაუმტკიცდებათ დანაშაული, მათ წინააღმდეგ გატარებული იქნება ადეკვატური ზომები', - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

ცნობისათვის: ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ხოსიტაშვილმა 13 აპრილს სოფელ დიღომში ერთ-ერთი ჯიხურის ფანჯარა დაამტვრია, რის გამოც იგი პოლიციელებმა დააკავეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ხოსიტაშვილს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც სავარაუდოდ გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ახალი ამბები