კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისს აქციების ტალღა მოაწყდა

25 აპრილი, 2007

სოციალური პრობლემების ფონზე თბილისში საპროტესპო აქციები განახლდა. დედაქალაქში პერიოდულად სხვადასხვა ადგილზე ერთდროეულად რამდენიმე აქცია იმართება. მოთხოვნები სხვადასხვაა, თუმცა, ერთიდაიგივე ხასიათის. მართალია, აქციებს პოლიტიკური ხასიათი მიეცა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც კი გაისმა, მაგრამ როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს იმან გამოიწვია, რომ ხელისუფლება ხალხს საარსებო ყველა საშუალებას ართმევს.

პარლამენტი, თბილისის მერია და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეს ის შენობებია, სადაც მეგაფონებითა და პლაკატებით „შეიარაღებული“ ადამიანები თითქმის ყოველ დღე იკრიბებიან. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორი საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ კობა დავითაშვილია. მისი მომხრეები ხელისუფლებისგან იმ დახმარებების აღდგენას ითხოვენ, რაც ინვალიდებს, ომის მონაწილეებსა და სხვა კატეგორიის ადამიანებს ჰქონდათ. მათივე მოთხოვნაა კერძო საკუთრების ხელყოფის შეწყვეტა. თბილისის მერიასთან გამართული აქციის ორგანიზატორი ოპოზიციონერი და ყოფილი ლეიბორისტი ჯონდი ბაღათურიაა. მისი მომხრეები ხელისუფლებისგან იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლითაც ისტორიულ უბნებში მაცხოვრებლებმა გარკვეული სახის გადასახადები უნდა გადაიხადონ. მესამე აქციის ორგანიზატორი კი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილია. ის ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ დახმარებების აღდგენას მოითხოვს, რომელიც ორსულებისთვისა და მრავალშვილიანი დედებისთვის გაიცემოდა.

უამინდობის მიუხედავად, აქციის მონაწილეები თითქმის ყოველ დღე იკრიბებიან. ისინი ხელისუფლებისგან საარსებო პირობების შექმნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებასვე მოუწოდებენ, საქართველოს  მოქალაქეობა ჩამოართვან. 
 


                                                                                                                                                                    ეკა გულუა

ახალი ამბები