კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები დროებითი შესახლების ადგილიდან გამოასახლეს

25 აპრილი, 2007

თბილისში ვაზისუბნის დასახლებიდან გუშინ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან დევნილები გამოასახლეს. უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილებს ღამის ქუჩაში გატარება მოუხდათ. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი დევნილები პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვენ.

ვაზისუბანში შარდონ პეტეფის #15-ში მდებარე ერთსართულიან შენობაში 2003 წლიდან დევნილთა 8 ოჯახი ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სახლი თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ყარყარაშვილის ბიძამ 20 ათას დოლარად ვინმე გიუაშვილს მიჰყიდა. დევნილების განცხადებით, სასამართლომ მათი გამოსახლების პროცესი 3 მაისამდე შეაჩერა.

ქუჩაში დარჩენილი ოჯახები დროებით თავშესაფარს ითხოვენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები