კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ოფისმა ხანდაზმულთა თავშესაფრების მონიტორინგი დაიწყო

25 აპრილი, 2007

2007 წლის 24 აპრილიდან სახალხო დამცველის ოფისმა მოხუცთა თავშესაფრების შემოწმება დაიწყო. მონიტორინგს სპეციალურად შექმნილი რვაკაციანი ჯგუფი ახორციელებს, რომელიც შედგება იურისტების, ფსიქოლოგისა და ექიმისაგან. შემუშავდა სპეციალური კითხვარი ხანდაზმულთათვის, თავშესაფრის ადმინისტრაციისა და პერსონალისათვის.

მონიტორინგის მიზანია თავშესაფრებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, პრობლემების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თავშესაფრების ადმინისტრაციებისადმი. 

საქართველოში ხანდაზმულთა სულ 8 თავშესაფარი ფუნქციონირებს.

მონიტორინგის დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გამოაქვეყნებს ანგარიშს ხანდაზმულთა თავშესაფრებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის სამმართველო

ახალი ამბები