კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

25 აპრილი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, გიორგი ხევიაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში დევნილების უფლებები დაცული არ არის, რაც სწორედ სამინისტროს არაფექტიანი და უპასუხისმგებლო მუშაობის შედეგია.

„იმის მიუხედავად, რომ საქართველოს შემუშავებული აქვს დევნილთა პრობლემების მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია, სამინისტროს მხრიდან არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიება, რომელიც ამ სტრატეგიის გატარებას უზრუნველყოფს. არ არის წარმოდგენილი ამ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. ამიტომ ეს დოკუმენტი დარჩება „ჰაერზე“, თუკი მას არ მოჰყვება შესაბამის ღონისძიებათა გეგმა,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სამინისტრო არც იმ ღონისძიებებს ახორციელებს, რომელიც ხელს შეუწყობდა სტიქიით დაზარალებულთა ინტეგრაციას მათი კომპაქტურად ჩასახლების რეგიონებში.  ამის გამო კი ხშირია საყოფაცხოვრებო ხასიათის კონფლიქტები ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

სოზარ სუბარის თქმით, სამინისტრო ასევე ვერ უზრუნველყოფს დევნილთათვის დევნილის მოწმობების გადაცემას, რის გამოც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დევნილებს თბილისში ჩასვლა რამდენჯერმე უწევთ.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მსგავსი დარღვევების შესახებ სახალხო დამცველმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არაერთი განცხადებით მიმართა. ეს ფაქტები მან 2006 წლის საპარლამენტო მოხსენებაშიც დაასახელა, თუმცა, სამინისტროს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები