კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი: „აფხაზეთის კონფლიქტურ რეგიონში უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მცხოვრებ ადგილობრივებს, არ ეძლევათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი“

26 აპრილი, 2007

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის გალის რაიონში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობები  „ხშირად დასახელებას იცვლიან ან საერთოდ ხურავენ წარმომადგენლობას, რადგან მათზე სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ზეწოლა ხორციელდება“.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ  სუბარის „საანგარიშო მოხსენებაში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2006 წლის მეორე ნახევარი“, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს განიხილავს.

მოხსენების იმ ნაწილში, სადაც მიმოხილულია   საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა აფხაზეთში, აღნიშნულია, რომ  „სახალხო დამცველის, გალის რაიონში (უმეტესად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ - media.ge) დღესდღეობით მოქმედებს სამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობა.
ისინი რეაგირებას ახდენენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მხარს უჭერენ და შეძლებისდაგვარად იცავენ კონფლიქტურ რეგიონში უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მცხოვრებ ადგილობრივებს, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი“.

სოზარ სუბარი საანგარიშო მოხსენებაში მიუთითებს გასული წლის 24-25 ოქტომბერს 
გალელი სტუდენტი გოგონას ნინო კვეკვესკირის ოჯახის წევრების მიმართ განხორცილებულ ზეწოლას. ნინო კვეკვესკირმა საქართველოს ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, რის შემდეგაც „გალში ჩავიდნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ნინო კვეკვესკირის ოჯახის წევრების
დაკითხვას აწარმოებდნენ და ცდილობდნენ მათზე ზეგავლენის მოხდენას, რათა მათ
აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინათ “.

გარდა ამისა, „5-6 დეკემბერს აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აქტიურად ამზადებდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს - ქართველებს, რათა ორგანიზებულად წასულიყვნენ სოხუმში მიტინგზე მონაწილეობისათვის. ამისათვის სოხუმიდან ჩამოვიდა 4 „იკარუსის“ მარკის ავტობუსი. იძულებისა და დაშინების შედეგად, მიტინგზე დასასწრებად, დაახლოებით 250 ადამიანი წაიყვანეს“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები