კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება

3 მაისი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება და ეხმაურება 2007 წლის 23 აპრილს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა კონკრეტული წინადადებებისა და შეთავაზებისაკენ. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია, ამ რეგიონში სახალხო დამცველის რეგიონალური სამსახურის ამოქმედება. ეს ხელს შეუწყობს ეთნიკური ოსების, ეთნიკური ქართველებისა და რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იქნება იმის წინაპირობა, რომ არასოდეს განახლდეს რაიმე სახის კონფლიქტი, არ დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი ერთიანი ქვეყნის საზღვრები და ჩვენი ქვეყნის მომავალი.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა შეიძლება იქცეს იმ ქვაკუთხედად, რომელზეც აიგება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და არსებული კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდებ.

საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ- მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონალური სამსახურის ამოქმედებასთან დაკავშირებით ხელშეწყობა სთხოვა.

წყარო: სახალხო დამცველის ოფისი

ახალი ამბები