კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

4 მაისი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს მარიკა ცერცვაძეს, არაობიექტურობაში და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

დღეს, თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ბესიკ მრელაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რის შედეგადაც მან 2007 წლის 26 მარტს ქ. თელავში 20 წლის გიგა ჩარბაძეს ავტომანქანა დააჯახა. მძიმედ დაშავებული გიგა ჩარბაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით კახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა. პროკურატურამ პირველ მაისს თელავის რაიონულ სასამართლოში საქმე განსახილველად წარადგინა. 2 მაისს, ისე რომ განსასჯელ მრელაშვილს, საბრალდებო დასკვნა რამდენიმე წუთის ჩაბარებული ჰქონდა, სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც დაზარალებულის შუამდგომლობით 7 მაისისთვის გადაიდო. თუმცა, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მრელაშვილის ადვოკატმა თამარ მეტრეველმა აცნობა, მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ, რომელიც ამავე დროს იუსტიციის საბჭოს წევრია, პროცესი 4 მაისისთვის გადმოდო, რის შესახებაც ადვოკატს რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს. მეტერეველი პროცესზე ვერ გამოცხადდა და პროცესის 7 მაისისთვის ჩატარება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. განსასჯელ მრელაშვილს სახაზინო ადვოკატი იძულების წესით დაუნიშნეს. წინასწარი ინფორმაციით, დღეს ბესიკ მრელაშვილი, რომელიც წინასწარი გამოძიებისას თელავის სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა გირაოთი გაათავისუფლა, უნდა დააკავონ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნული სასამართლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს. უკვე დაფიქსირებულია უამრავი დარღვევა და ასევე აშკარაა, რომ მრელაშვილის უფლებები უხეშად ირღვევა, რის გამოც გამოვთქვათ შეშფოთებას და შესაბამისი უწყებების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას ვითხოვთ.

ახალი ამბები